ვალუტის კურსი  

ამინდის პროგნოზი  

ლოკალური დრო  

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

PDFბეჭდვაელფოსტა
2013-2016 წლებში აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა განხორციელდება, რომელიც მცირე ფერმერთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. ევროკავშირისა და აჭარის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 3.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარუძღვება.

პროექტის მიზანია აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდა, მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის, გაძლიერება და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.

აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ნაწილია. მისი საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას სურსათის უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საფუძველზე.

საქართველოში პროგრამა ENPARD-ი 2013 წლის მარტში დაიწყო და მიზნად სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს.