ვალუტის კურსი  

ამინდის პროგნოზი  

ლოკალური დრო  

განცხადება  

ძიება  

არქივი  

ქართულ–უკრაინული კომფორტი ჩვენს სახლებში

ქართულ–უკრაინული კომფორტი ჩვენს სახლებში

PDFბეჭდვაელფოსტა
ავტორი: მანანა მიქელაძე
ჩვენი რეგიონის სამრეწველო საწარმოთა რიცხვი ამჯერად კიდევ ერთით გაიზარდა - ქართულ-უკრაინული კომპანია ,,დისკ-მ''მუშაობას შეუდგა და ადგილობრივ ბაზარზე პირველი პროდუქციის გასატანად ემზადება. თანამედროვე მშენებლობისა და, საერთოდ, ყოფაცხოვრებისთვის აუცილებელ ატრიბუტად ქცეული თერმოიზოლაციური პენოპლასტი, რომელიც ჩვენს შემოაქვთ, ამიერიდან ჩვენთან მზადდება. საწარმო, რომელმაც ტერიტორიაზე დაიდო ბინა, საქართველოში პენოპლასტის ბაზარსაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ნაწარმით. ახლად გახსნილი საწარმო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ვაჟა ბოლქვაძესთან ერთად მოინახულა ქვეყანაში მეზობელი თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ყოფილი ,,ბათუმის სახლსაშენი კომბინატის'' მიმდებარე მწარმოებელი პირველი ქარხანაა, რომელიც სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ არა მხოლოდ ქართულ, არამედ კავკასიურ
- სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში კიდევ ერთი პატარა საწარმო გაიხსნა. აქ ჯერ მხოლოდ 9 ადამიანი მუშაობს, თუმცა, თავად ამ საწარმოს არსებობა ბათუმისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ადგილზე წარმოებული მაღალხარისხიანი პენოპლასტის ფასი თითქმის ორჯერ დაბალია, ვიდრე იმპორტირებულის, თანაც ამ საწარმოს აქვს წარმოების მოცულობის ზრდის დიდი პოტენციალი. ბევრ ჩვენგანს ახსოვს დიდი ქარხნები და ფაბრიკები, თუმცა, დღეს სწორედ ასეთი წარმოებების მეშვეობით უფრო ეფექტურად საქმდებიან ადამიანები. ჩვენი მიზანიც ეს არის - მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება. აქ დასაქმებული ადამიანების ხელფასი 500-600 ლარია, დარწმუნებული ვარ, წარმოება გაფართოვდება და ხელფასებიც უფრო მეტად გაიზრდება. ამ საწარმოს ერთ-ერთი ხიბლი ისიცაა, რომ ის უკრაინული ინვესტიციით შეიქმნა, ინვესტიციების მოზიდვა კი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,- აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ ჩვენთან საუბრისას.
,,დისკ-მ''-ის უკრაინელი ინვესტორის სერგეი სამოვოლნიკის განცხადებით, უმთავრესი ფაქტორი, რამაც მას საქართველოში ახალი საწარმოს გახსნა გადააწყვეტინა, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და ადგილზე შექმნილი საინვესტიციო გარემო იყო.
- საქართველოში მიმდინარე პროცესები და თქვენი ხელისუფლების პოლიტიკა, დამოკიდებულება ბიზნესისადმი, გადამწყვეტი იყო ჩვენთვის. ეს პირველი საწარმოა, რომელიც უკრაინის ფარგლებს გარეთ გავხსენით. წარმოება ავაწყვეთ, ახლა ბაზრის ათვისებაზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პირველი უცხოური პროექტი აუცილებლად მოგვიტანს წარმატებას. საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობით ყოველთვიურად 6 ათასი კუბური მეტრი პენოპლასტის წარმოება შეუძლია, მცირე მოდიფიკაციის შემდეგ წარმადობის სამჯერ გაზრდას ვგეგმავთ. გარდა ამისა, ამავე საწარმოსთან დაკავშირებით გვაქვს სხვა პროექტებიც და მათი რეალიზების შედეგად აქ დასაქმებულთა არა მხოლოდ ხელფასები, არამედ რაოდენობაც გაიზრდება, - გვითხრა უკრაინელმა ინვესტორმა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, ახალ საწარმოში 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
- მსგავსი საწარმო არა თუ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც პირველია და ამდენად, მას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ამ ინვესტიციამ სხვებიც დააინტერესა და ამ დღეებში ჩვენს რეგიონში რამდენიმე უკრაინელი ინვესტორი შემოვიდა, რომლებიც ახალ პროექტებს განახორციელებენ,- განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.
კომპანია ,,დისკ-მ''-ის გენერალური დირექტორის თენგიზ იაკობაშვილის განცხადებით, ქართულ-უკრაინული პენოპლასტი გამოიყენება როგორც შენობების ფასადების, ისე იატაკის, ჭერის, კედლების თერმოიზოლირებისთვის. მოთხოვნა ამ პროდუქციაზე განსაკუთრებით დიდია სამშენებლო კომპანიებისა და მოსახლეობის მხრიდან.
- შარშან მარტო თურქეთიდან 1,5 მილიონი აშშ დოლარის პენოპლასტია იმპორტირებული საქართველოში, ეს დაახლოებით 25 ათასი კუბური მეტრია საბაზრო ფასით. ჩვენს წარმოებას სრული დატვირთვით მუშაობისას შეუძლია მთლიანად აითვისოს ქართული და ამიერკავკასიის ქვეყნების ბაზრები, - აღნიშნა თენგიზ იაკობაშვილმა. მისი თქმით, საწარმო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაზრდის წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტსაც. მუყაოს ერთჯერადი ჭიქები, რომლებზეც აჭარის სანაპირო ზოლია გამოსახული, ჩვენი რეგიონის რეკლამირებასაც ისახავს მიზნად. თენგიზ იაკობაშვილის განცხადებით, ამ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, ვინაიდან ევროპაც და მთელი მსოფლიოც უარს ამბობს პლასტმასის ერთჯერად საყოფაცხოვრებო ნივთებზე, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე თვისებას იცვლის და უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. ახალ ქართულ საწარმოს ეკოლოგიურად სუფთა ასეთი საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება წებოს გამოუყენებლად და ე.წ. ცხელი შედუღებით შეუძლია. საწარმოში, რომელიც მთლიანად თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე მუშაობს, სამომავლოდ, სხვა პროექტების რეალიზებაც იგეგმება.